უკრაინის რადას ფრაქციაში _ „სლუგ ნაროდა“, იზრდება იმ დეპუტატების რიცხვი, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნას მხარს უჭერენ, _ განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალექსანდრ კორნიენკომ.
კორნიენკოს თქმით, თუ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი ფრაქციას სთხოვს, მხარი დაუჭირონ სააკაშვილის კანდიდატურას, ფრაქცია ამ გადაწყვეტილებას მიიღებს.
„ვფიქრობ, რომ უკრაინას დღეს არ აწყენს, პირიქით _ დაეხმარება კიდეც ასეთი მძლავრი პოლიტიკოსი ასეთი დიდი კავშირებით მთელ მსოფლიოში“, _ თქვა კორნიენკომ.