ციფრული ტექნოლოგიების ცისფერი ეკრანებიდან მიღებული გამოსხივება იწვევს ძილის რეჟიმის დარღვევას, გამოსხივება ასევე იწვევს თვალის დაძაბვას და ზრდის სიმსივნის გაჩენის ალბათობას.
განსაკუთრებით საზიანოა ცისფერი გამოსახულება თვალისთვის და ამიტომ სპეციალისტები გვირჩევენ, რომ აუცილელად გვეკეთოს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების დროს სათვალე, რომელსაც ერთგვარი ფილტრის ფუნქცია აქვს.
გამოცემა Scientific Reports აქვეყნებს ახალი კვლევის შედეგს, რომლის თანახმადაც, ციფრული მოწყობილობების ცისფერი ეკრანები სიბრმავეს იწვევს.
კვლევის მიხედვით, ციფრული მოწყობილობების გამოსხივება აზიანებს თვალისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მოლეკულებს. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ის იწვევს თვალის განუკურნებელ დაავადებას, რომელსაც სიბრმავე მოჰყვება.
ქვეითდება რეცეპტორების მუშაობის ხარისხი და დროთა განმავლობაში კვდომას იწყებს.
თავდაპირველად ქვეითდება ფერების გარჩევის უნარი. თვალი ვეღარ აღიქვამს მწვანე, ყვითელ და წითელ ფერებს.
აშშ-ის ოფთალმოლოგთა ასოციაციის მედიკოსების რეკომენდაციით მაქსიმალურად უნდა აკონტროლოთ ტექნოლოგიების გამოყენებისას დრო იმ შემთხვევაშიც, როცა დამცავი სათვალე გიკეთიათ, რადგანაც მთლიანად ვერც ეს სათვალე გიცავთ თვალის დაზიანებისგან.