ამ წუთებში, მცხეთის რაიონულ სასამართლოში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კოლბოურის სასამარტლო სხდომა მიმდინარეობს.
მცხეთის სასამართლოს მოსამართლემ ვაჟა ფუხაშვილმა სხდომა დახურულად გამოაცხადა, რადგენ, მისი განმარტებით, საქმე შეიცავს სექსუალური დანაშაულის ნიშნებს და ერთ-ერთი მსხვერპლი არის არასრულწლოვანი.
რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის თაობაზე გადაწყვეტილებას, მოსამართლის თქმით, ეს საჯარო იქნება.
სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას ითხოვს.
პარალელურად, უკვე ცნობილია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ნათქვამია, რომ ხადას ხეობაში მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული ჯანმრთელია და ფსიქიკური პრობლემები არ აღენიშნება.
სმიტების ოჯახი ხადას ხეობაში 9 ივლისს მოკლეს. 20 წლის მწყემსის წინააღმდეგ საქმე განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.