აღმოჩნდა, რომ სოდით ჭარბი წონის მოცილება შეიძლება. ხოლო, სასურველი ეფექტის მისაღებად, სოდიანი წყალი, მშიერ კუჭზე, დილის 6-დან – 7 საათს შორის ინტერვალში უნდა მიიღოთ, საუზმემდე 25-30 წუთით ადრე.
სოდიანი წყალი ლიმონით, გარდა იმისა, რომ კარგ შედეგს იძლევა ჭარბ წონასთან ბრძოლის საქმეში, ასევე არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, გამოჰყავს ტოქსიკური ნივთიერებები ორგანიზმიდან და აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს.
მომზადების წესი კი ასეთია: ცხელ წყალში გახსენით ნახევარი ჩაის კოვზი (პირველ დღეებში, უფრო ნაკლები, რომ ორგანიზმი შეეჩვიოს) სოდა და რომ შეგრილდება, მიღების წინ, დაუმატეთ ნახევარი ლიმონის წვენი.
მკურნალობის კურსი – 2 კვირაა. შემდეგ, 2 კვირა უნდა შეისვენოთ და ისევ ამ გრაფიკით გააგრძელეთ.


































































