თითოეულ ჩვენგანს სახლში აქვს სოდა, თუმცა, ალბათ, უმეტესობა იყებენს მას მხოლოდ საკვებში. სინამდვილეში კი სოდის გამოყენების მრავალი ხერხი არსებობს.
სოდით შეგვიძლია გავხეხოთ ჭურჭელი და მოვაშოროთ ლაქები ავეჯსა და ტანსაცმელს. სოდით სავსე ჭიქა რომ შევდოთ მაცივარში, თავიდან ავიცილებთ არასასიამოვნო სუნის წარმოქმნას.
ასევე ამავე ნივთიერებამ შეიძლება დადებითად იმოქმედოს ჩვენს ჯანმრთელობაზეც. მაგალითად, წყალში გახსნილი სოდა გვეხმარება ნებისმიერი მწერის ნაკბენისაგან გამოწვეული ქავილისა და მზის დამწვრობისაგან წარმოქმნილი ტკივილის თავიდან აცილებაში. სოდა ასევე კარგად ათეთრებს კბილებს, აყუჩებს ყელის ტკივილს. საოცარია, მაგრამ სოდას ცეცხლის ჩაქრობაც კი შეუძლია.
თუ ყვავილებით სავსე ლარნაკში დავუმატებთ სოდიან წყალს, ყვავილები უფრო დიდხანს არ დაჭკნება. სოდა შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც გასართობი საშუალებაც. თუ მას, სახამებელთან ერთად, გავურევთ წყალში, მივიღებთ პლასტელინს. ფიგურების გამოძერწვის შემდეგ კი პლასტელინი გამაგრდება და მივიღებთ პატარა სუვენირს. როგორც აღმოჩნდა, სოდა საკმაოდ გამოყენებადი ნოვთიერება ყოფილა, რომელსაც ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია ადამიანისათვის.
ავტორი