ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო მთავრობამ ენგურის ხიდზე მიმოსვლა ახალგაზრდა კაცებისთვის შეზღუდვა დააწესა. გალის მკვიდრის განცხადებით, ენგურის ხიდზე გადაადგილება მხოლოდ პენსიონერებს, ქალებს და ბავშვებს შეუძლიათ. მიზეზი მათთვის არავის განუმარტავს.
მისივე ინფორმაციით, ასევე უცნობია, თუ როდემდე გაგრძელდება დაწესებული შეზღუდვა. „გუშინ მოკლეს ორი ადამიანი და იმის გულისთვის ჩაკეტეს, ახალგაზრდა კაცებს არ უშვებენ. მხოლოდ პენსიონერებს, ქალებს და ბავშვებს“, – აცხადებს ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები პენსიონერი.
ხიდზე შეზღუდვა სავარაუდოდ მას შემდეგ დაწესდა, რაც გუშინ სოხუმში სროლას 3 ადამიანი ემსხვერპლა. ერთ-ერთი მოკლული კრიმინალური ავტორიტეტი, 38 წლის ასტამურ შამბაა. მომხდართან დაკავშირებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა. ხაჯიმბამ ე.წ. ძალოვან უწყებებს ყველა ზომის მიღება დაავალა, რათა დამნაშავეებმა აფხაზეთის საზღვარი ვერ დატოვონ.
ხიდზე გადაადგილება ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე დილის 08:00 საათიდან მიმდინარეობს.
წყარო: იმედინიუსი