ამ წუთებში საზოგადოებრივ მაუწყებელთან მორიგი აქცია იმართება. დღეს მოქალაქეები აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის მიმართ სოლიდარობის გამოსახატად შეიკრიბნენ, რომელიც ალიევის რეჟიმის მიერ პოლიტიკური ნიშნით იდევნება.
სადიგოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
პროტესტის ნიშნად სადიგოვი 146-ე დღეა შიმშილობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.