„რასაც, მზია ამაღლობელი ჩვენთვის და ქვეყნისთვის აკეთებს, მასთან შედარებით, ზღვაში წვეთია ეს. .. მაგრამ, პოლიციელების უნამუსობას საზღვარი ხომ, არა აქვს …..“-წერს ფეისბუქზე ენმ-ის ლანჩხუთის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის, გივი ცინცაძის მეუღლე ირინა ზარანდია.
„დღეს 15 საათიან აქციას შევუერთდით მე და ირმა მგელაძე, ღერძულა ხაზთან გავაჩერეთ ავტომობილი და ლაივში გავედით 3 წუთით. ამის შემდეგ, 40 წუთში გაგვაჩერეს და რადგან ჩემი მეუღლე იჯდა საჭესთან გაჩერების დროს, ჩემი მეუღლე გივი ცინცაძე დააჯარიმეს 1000 ლარით და 12 თვით მართვის მოწმობა ჩამოართვეს. თავისუფლება რეჟიმის ტყვეს მზია ამაღლობელს!!! თავისუფლება სინდისის პატიმრებს!!!“-წერს ზარანდია.