ინციდენტი მოხდა ლოს-ანჯელესში აზერბაიჯანის გენერალურ საკონსულოსთან.
როგორც Azernews იუწყება, სომეხთა რადიკალური ჯგუფები 22 ივლისს ლოს-ანჯელესში, აზერბაიჯანის გენერალური საკონსულოს წინ დაუპირისპირდნენ კონტრაქციის მცირე ჯგუფს, რის შედეგადაც 7 აზერბაიჯანელი დაშავდა და 1 პოლიციელი.
მომხდართან დაკავშირებით აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამერიკის ელჩი დაიბარა.
სამინისტროს ინფორმაციით, ლოს- ანჯელესში მცხოვრებმა რადიკალურმა სომხებმა საპროტესტო აქცია გამართეს აზერბაიჯანის საკონსულოს შენობის წინ, აგრესიული და პროვოკაციული ლოზუნგებით. პროტესტის საპასუხოდ, აზერბაიჯანული საზოგადოების წევრებმა, რომლებიც გაცილებით მცირე რაოდენობით იყვნენ, საპროტესტო აქცია გამართეს სომეხ პროვოკატორების წინააღმდეგ, რომლებიც აგრესიულ და პროვოკატორულ სლოგანებს სკანირებდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მსგავსი პროვოკაციული აქციები სხვადასხვა ქვეყნებში ტარდება, მათ შორის 22 ივლისს ბრიუსელშიც ჩატარდა.
გარდა ამისა, ვანდალური თავდასხმა მოხდა პარიზში აზერბაიჯანის საელჩოს შენობაზე.
როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სომეხთა რადიკალური ჯგუფი საელჩოს თავს უნებართვოდ გამართული აქციის დროს დაესხა. შემთხვევა 19 ივლისს მოხდა.
კიდევ ერთ თავდასხმას შენობაზე ადგილი 14 ივლისს ჰქონდა.
სომხები ასევე ცდილობდბენ პროვოცირებას პოლონეთში, აზერბაიჯანის საელჩოსთან.