სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ხუდათიანი შეხვდა ევროპის საინვესტიციო ბანკის აღმოსავლეთის საჯარო სექტორის გაფართოების და ევროკავშირის მეზობლობის საკრედიტო ოპერაციების განყოფილების ხელმძღვანელ მატეო რიველინის ხელმძღვანელობით ჩამოსულ დელეგაციას, _ იუწყება „არმენპრესი”
ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება გაავრცელა სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ.
მინისტრმა მიულოცა სტუმრებს და აღნიშნა, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი სომხეთისათვის ერთ-ერთი ძირითადი პარტნიორია ინფრასტრუქტურული მასშტაბური პროექტების განხორციელების პროცესში, და ამ ბანკთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.
მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, გააფართოვოს არსებული თანამშრომლობის ჩარჩო.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა წყლისა და გზების მშენებლობის სექტორებში ერთობლივად განხორციელებული პროგრამები.





























































