სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული შეთანხმება ისევ დაირღვა.
აზერბაიჯანის არმიის დივიზიებს კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით სომხეთის შეიარაღებული ძალების საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს.
უწყებაში აცხადებენ, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთხელ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმება, 13-14 სექტემბრის ღამეს და დღეს დილით, სხვადასხვა კალიბრის ნაღმტყორცნებიდან და საარტილერიო დანადგარები ყალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით მდებარე აზერბაიჯანული არმიის ქვედანაყოფების პოზიციებს ესროდნენ.
აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები იღებენ ადექვატურ საპასუხო ზომებს.
ამ დროისთვის აზერბაიჯანის არმიის პოზიციებზე პერიოდულად ხდება სროლა.
თავის მხრივ სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს დილით განაცხადა, რომ აზერბაიჯანის არმიამ შეტევა განაახლა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის, არამ ტოროსიანის თანახმად, გასული ღამის განმავლობაში, აზერბაიჯანის არმია უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებდა სომხეთის ქალაქ ჯერმუკთან, თუმცა, სხვა მიმართულებებით რაიმე არსებითი ინციდენტები არ ყოფილა, დღეს დილიდან კი, მოწინააღმდეგე არტილერიის, ნაღმმტყორცნების და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით უტევს რამდენიმე დასახლებულ პუნქტს, განსაკუთრებით, ჯერმუკსა და ვერინ შორჟას. ტოროსიანის თქმით, სომხეთის შეიარაღებული ძალები შესაბამის, საპასუხო ზომებს მიმართავენ.
აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვართან საბრძოლო მოქმედებები 12 სექტემბერს, ღამიდან განახლდა. ერევანი ბაქოს ადანაშაულებს „სუვერენული სომხეთის ტერიტორიის წინააღმდეგ აგრესიაში”, ხოლო ბაქო ერევანს – “ფართომასშტაბიან პროვოკაციაში”.