სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე შუაღამისას დაწყებული შეტაკებების შედეგად სომხურ მხარეს სულ მცირე 49 დაიღუპა. ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნულ ასამბლეაზე განაცხადა.
“სამწუხაროდ, ეს რიცხვი საბოლოო არ არის“, – დასძინა პრემიერმა.
rus.azatutyun.am წერს, რომ 13 სექტემბერს, შუაღამისას, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა დაიწყეს სომხური პოზიციების ინტენსიური დაბომბვა სხვადასხვა მიმართულებით – სოტკში, ვარდენისში, გორისში, კაპანში, არტანიშში და იშხანასარში. თავდასხმები ხდება სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ ობიექტებზეც. სომხეთის მხარეზე არიან დაღუპულები და დაჭრილები. სომხეთის მთავრობამ უკვე მიმართა რუსეთს, CSTO-ს და გაეროს უშიშროების საბჭოს სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ აზერბაიჯანის აგრესიასთან დაკავშირებით.
ავტორი