სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანელ სამხედოებს ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას news.az აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამინისტროში აცხადებენ, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები გორუსისა და დავალის რაიონების მიმართულებით მდებარე პოზიციებიდან მცირე იარაღის გამოყენებით პერიოდულად ისროდნენ მალიბეის მიმართულებით დისლოცირებულ აზერბაიჯანის არმიის პოზიციების მიმართულებით.
სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა საპასუხო ზომები მიიღეს.