სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა მცირე იარაღის გამოყენებით ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ყალბაჯარის რაიონის ელიჯას დასახლების მიმართულებით. სროლა გუშინ საღამოს მოხდა. ამის შესახებ News.Az-ს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს.
როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა აღნიშნულ მიმართულებით საპასუხო ზომები მიიღეს.