აშშ-ის არმიის მუდმივი წარმომადგენელი მალე სომხეთის თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად დაიწყებს მუშაობას. პირველი, ვინც ამის შესახებ ისაუბრა, იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში, აზრა ზეია. მან ასევე განაცხადა, რომ “სომხეთის წევრობა რუსეთის თავმჯდომარეობით მოქმედ ОДКБ-ში არ არის დაბრკოლება ვაშინგტონთან თავდაცვის ღრმა თანამშრომლობისთვის”.
სომხეთში აშშ-ის საელჩოში აცხადებენ, რომ მრჩეველი სამუშაოს დაწყებას უახლოეს თვეებში დაიწყებს. ერევანს ჯერ არ დაუკონკრეტებია, რა საკითხებზე ელის ამერიკელი მრჩეველის კონსულტაციებს.
შეიარაღებული ძალების რეფორმისთვის აუცილებელია კონსულტაციები, განმარტა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხთა საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ ანდრანიკ ქოჩარიანმა. მისივე თქმით, მოსალოდნელია კონსულტაციები ბევრ საკითხზე – არმიის მართვის უნარებიდან დაწყებული, ახალი ტიპის იარაღის შეძენამდე. დეპუტატის თქმით, განიხილება საფრანგეთიდან მრჩევლის ჩართულობაც.
“ჯერ ვერ გეტყვით, რა შეთანხმებები იქნა მიღწეული. მაგრამ საქმე იმაშია, რომ საჭიროების შემთხვევაში მრჩევლებს საფრანგეთიდან, აშშ-დან და შესაძლოა დიდი ბრიტანეთიდან შეუძლიათ რჩევების მოცემა. ამას განსაზღვრავს თანამშრომლობის დონე და პერსპექტივა, რომელსაც ის ხსნის ჩვენს შეიარაღებულ ძალებში რეფორმებისთვის“, – ხაზგასმით აღნიშნა ქოჩარიანმა.