სომხეთის ეკონომიკის მინისტრის, ვაჰან კერობიანის თქმით, სომხეთი რუსულ გაზს რუბლში შეიძენს. ამის შესახებ ria novosti წერს.
მინისტრის განმარტებით, ფასზე დოლარში შეთანხმდებიან, თუმცა რუბლით გადაიხდიან.
“უნდა გადავიდეთ ეროვნულ ვალუტაზე. როგორც ვიცი, ბოლო რამდენიმე გადახდა რუბლით, შესაბამისი კურსით განხორციელდა”, – თქვა ეკონომიკის მინისტრმა.
” გაზპრომის ” ოფიციალურმა წარმომადგენელმა სერგეი კუპრიანოვმა ria novosti-სუკვე დაუდასტურა, რომ სომხეთისთვის გაზის მიწოდების ხელშეკრულება რამდენიმე წლის განმავლობაში საშუალებას იძ₾ევა, რომ რუბლში გაიხადონ.
ცნობისთვის, 23 მარტის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დასავლეთის სანქციების საპასუხოდ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, “არამეგობრულ ქვეყნებს” გაზს რუსულ რუბლში მიყიდიან, თუმცა სომხეთი ასეთი ქვეყნების “სიაში” არაა.
24 მარტს პოლონეთის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანიამ, PGNiG-მ განმარტა, რომ რუსული გაზის საფასურს რბლებში არ გადაიხდის. ასევე, სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ “ევროპაში ვინმემ იცოდეს, როგორ გამოიყურება რუბლი. რუბლში არავინ გადაიხდის”.
რამდენიმე სახელმწიფომ, მათ შორის G7-ის ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რუსულ გაზს რუბლით არ იყიდიან.