აზერბაიჯანის პრეზიდენტმა სომხეთს ფაშისტური სახელმწიფო უწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.
„სომხური ძალები ვერ შეძლებენ აზერბაიჯანში შემოსვლას ერთი სანტიმეტრითაც კი და ვერასოდეს შეძლებენ ამის გაკეთებას.
თუ ჩვენი სურვილი იქნებოდა, დღეს სომხეთი ამ რეგიონის მიწის უმეტესობას გააკონტროლებდა. ჩვენ ასეთი მიზანი არ გვქონია”,_ თქვა ილჰამ ალიევმა.
მისი თქმით, სომხეთის არმიამ ცეცხლი გახსნა აზერბაიჯანის სამოქალაქო დასახლებებზე, რასაც 76 წლის მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
„ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სომხეთი არის ფაშისტური სახელმწიფო”, – თქვა მან და ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანი არ გადადგამს უკან ნაბიჯს ყარაბაღში.