ხვალიდან 13 ქალისგან შემდგარი დანაყოფი ჩემი ჩათვლით, სამხედრო წვრთნებს გაივლის – ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანის ცოლი, ანა აკოპიანი Facebook-ზე წერს.
,,ხვალიდან 13 ქალისგან შემდგარი დანაყოფი, სამხედრო წვრთნებს გაივლის. რამდენიმე დღეში ჩვენი საზღვრების დასაცვად გავემგზავრებით. არც სამშობლო და არც ღირსება მტერს არ დანებდება. ჩვენ რამდენიმე დღეში სამშობლოს დასაცავად წავალთ,“ – წერს ფაშინიანის ცოლი.
როგორც ცნობილია, მთიან ყარაბაღში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა.
შემდგომ, სომხეთი და აზერბაიჯანი ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტაზე სამჯერ შეთანხმდენ, თუმცა ყველა შეთანხმება დაირღვა. შეთანხმების დარღვევაში კი მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. საომარი მოქმედებები დღემდე გრძელდება.