სომხეთის პრეზიდენტი მთიან ყარაბაღში არსებული ვითარების შესახებ ნატოსთან და ევროკავშირთან მსჯელობს.
Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სარქისიანი ბრიუსელში იენს სტოლტენბერგს, ჯოსეფ ბორელს და ჩარლზ მიშელს შეხვდება.
სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ სომხეთი მოელოდება რომ ნატოსა და ევროკავშირის ლიდერები ყველაფერს გააკეთებენ ომის შესაჩერებლად და სამშვიდობო ხელშეკრულებას სიცოცხლეს დაუბრუნებენ.