სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების მიუხედავად აზერბაიჯანული მხარე მთიან ყარაბაღის დედაქალაქს, სტეპანაკეტის დაბომბვას აგრძელებს.
როგორც სომხური მედია წერს, თავდაცვის უწყების წარმომადგენელი, არცრუნ ჰოვანესიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანი, დილიდან არტილერიის გამოყენებით, მთიან ყარაბაღის სამხრეთ მიმართულებას ინტესიურად ბომბავდა.
ასევე მან აღნიშნა, რომ ინფორმაცია, თითქოს სომხეთის სამხედრო ძალები ჰადრუტისა და ჯაბრაილის მიმართულებით თავდასხმების განხორციელებას შეეცადნენ, უსაფუძვლოა.
ასევე სომხური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ტედროს ადჰანო გებრეიესუსს, წერილი გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანული მხარის აგრესია ჯანდაცვის გლობალური კრიზისის ფონზე ახორციელებს, რაც კორონავირუსის მიმართ ეროვნულ, რეგიონალურ და გლობალურ რეაგირებას აფერხებს და ვირუსის გავრცელებას უწყებს ხელს.
მან წერილში, ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს, რომელსაც დაჭრილები გადაყავდა.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შენთანხმება, მოსკოვში, სერგეი ლავროვის შუამავლობით, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მოხდა, რომელიც 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან მოქმედებს.
თუმცა ცეცხლის შეწვეტის შეთანხმებამ არ იმუშავა და მხარეებმა, რამდენიმე საათში ერთმანეთი დაადანაშაულეს შეთანხმების დარღვევაში.