სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ სომხეთსა და მთიან ყარაბაღში არასაფრენი ზონა გამოაცხადა, გარდა სამხედრო თვითმფრინავებისა,_ ამის შესახებ რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ იუწყება.
ცნობისთვის, ათასობით მომიტინგე ოთხშაბათს შეიკრიბა სომხეთის დედაქალაქ ერევანში და მოითხოვა პრემიერ- მინისტრ ნიკოლ პაშინიანის გადადგომა.
აღნიშნული პროტესტის მიზეზი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტა გახდა, რომელიც უზრუნველყოფს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მიღწევებს მთიან ყარაბაღში, ექვსკვირიანი ბრძოლის შემდეგ.