სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე სამხედრო კონფლიქტი ისევ გრძელდება.
როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბოლომ 24 საათის განმავლობაში აზერბაიჯანლების მისამართით 20-ზე მეტი გასროლა გაახორციელეს.
კონფლიქტი 2 ქვეყანას შორის წლებია მიმდინარეობს.
1988 წელს სომხეთმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გამოთქვა პრეტენზია და ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია მოახდინა. ოკუპირებულ ტერიტორიას შორისაა მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რეგიონი.
1994 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შედგა შეთანხმება, თუმცა, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას სომხეთი დღემდე არ ასრულებს.