სომხეთში კორონავირუსით პირველი ადამიანი გარდაიცვალა, _ ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, 72 წლის პაციენტი ერევანში მდებარე საავადმყოფოში გარდაიცვალა, მას ასევე თანმხლები დაავადება ფილტვების ორმხრივი ანთება ჰქონდა. ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 290 შემთხვევა დადასტურდა.