სიღნაღში, სოფელ ბოდისხევში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, გაზმა გაჟონა.
როგორც “გურია ნიუსს” სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა სოფელ ბოდბისხევში ნოდარ ზურაბაშვილმა განუცხადა, მომხდარის შედეგად, დაშავებულია 75 წლამდე ქალი, რომელიც ამ დროისთვის გადაყვანილია დამწრობის ცენტრში.
არსებული ინფორმაციით, აფეთქების დროს სახლში სხვა წევრებიც იმყოფებედნენ. საბედნიეროდ, მათ გამოსვლა დროულად შეძლეს.
დაზიანებული და დანგრეულია ორსართულიანი შენობის ნაწილი.