ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხეს ახალი საბავშვო ბაღი აქვს. პროექტი, რომლის ღირებულებამ 150 000 ლარი შეადგინა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.
ახალაშენებული ბაღი ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო წილოსანმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ, სოფლის ხელმძღვანელ პირებთნ და ინსპექტირების ჯგუფის წევრებთან ერთად მოინახულეს.
საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტებით აშენდა და 25 აღსაზრდელზეა გათვლილი.
(R)