წუხელ, მოგვიანებით, სოფელ ჭანიეთში შუქი გამოირთო. ამ დრომდე დენის მიწოდება არაა აღდგენილი.
„გურია ნიუსი“ „ენერგო-პრო ჯიორჯიას“ოზურგეთის სერვისცენტრის მენეჯერს, გია ნაკაიძეს დაუკავშირდა.
_ ქვესადგური ჩართულია, არ ვიცით, რა ხდება. გავარკვევთ, გავლენ და ნახავენ, – გვითხრა მან.
ჭანიეთელები კი ამ დრომდე გვირეკავენ და საყვედურს გამოთქვამენ:
„შობას რომ შუქს გამოგვირთავენ და აქამდე არაა გარკვეული, ჩვენ სად ვეძებოთ, რა არის გაფუჭებული და რა არა? როდის მოვლენ? უკვე მესამედ გირეკავთ“, _ გვეუბნებიან ისინი.


































































