ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში გზის რეაბილიტაცია დაიწყო, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 739 436 ლარია. პროექტი მოიცავს გზის რეაბილიტაციას ჭანიეთის ცენტრის გავლით, ამავე სოფლის თემში შემავალ სოფელ ქაქუთის დასაწყისამდე.
გზის სამშენებლო სამუშაოები გაგრძელდება ამავე წლის 30 სექტემბრამდე და ხუთ თვეში სოფელს მაღალი სტანდარტის თანამედროვე გზა ექნება.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ერ ტე ტე“ ასრულებს.