ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ორი სკოლის რეალიბიტაცია მიმდინარეობს.
“ სოფელ ძიმითში მიმდინარეობს 2 სკოლის სრული რეაბილიტაცია. ძიმითის ძირითად საჯარო სკოლაში ამ დროისთვის (საქართველოში აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის ფონდი „მილენიუმის“ პროგრამით), მიმდინარეობს სახურავის მონტაჟი. სკოლა თანამედროვე სისტემებით აღიჭურვება. იგეგმება ეზოს კეთილმოწყობაც. პროექტის სავარაუდო ღირებულება 3 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის მარტის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.
რაც შეეხება მეორე სკოლას, ძიმითში კოხას უბანში განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტოს მიერ მიმდინარეობს მცირეკონტიგენტიანი სკოლის მშენებლობა. ეს არის ე.წ. „სენდვიჩის“ სკოლა, რომლის მშენებლობაც პირველი სექტემბრისთვის დასრულდება“, _ გვითხრეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში.