“ყველაფერი კარგად დამთავრდა, ხანძარი ლიკვიდირებულია“ _ ამ შინაარსის სტატუსს სოციალურ ქსელში ოზურგეთელი მეხანძრე-მაშველი სერგო ზაქარიაძე ფოტოსთან ერთად აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში მეხანძრე-მაშველები და სასაზღვრო პოლიციის ორი ვეტმფრენი ოთხი დღის განმავლობაში აქრობდნენ ტყეში გაჩენილ ხანძარს.