ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში 22 წლის ახალგაზრდა მ.მ. ახლობლებმა ჩამომხრჩვალი ნახეს. ჩვენი ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულია და სოციალურ შემწეობას იღებს. ოჯახის ახლობელთა თქმით, დიდი ალბათობით, ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, თუმცა კონკრეტულ მიზეზზე ვერავინ საუბრობს. ისინი გარდაცვლილს ზრდილობიან და წესიერ ადამიანად ახასიათებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო სამუშაოები. წინასწარი დათვალიერების შედეგად კი გარდაცვლილს სხეულზე ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება.