ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ კიდევ ერთი ელექტრონული პეტიციით ინიცირებული საკითხი განიხილა. სოფელ ლიხაურის მოსახლეობის ინიციატივაა, რომ სოფელში მცხოვრები შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემო მოეწყოს. როგორც პეტიციის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ნანა ღაჟონიამ ბიუროს განუმარტა, პეტიცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სოფელში მცხოვრები შშმ პირთა ინტეგრაციას და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშესაწყობად შესაბამისი ადაპტირებული გარემოს შექმნას.
როგორც ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი, საკითხს საკრებულოს დარგობრივი კომისია შეისწავლის.