ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლეკულაში, სადაც გიგანტური ჰესი უნდა აშენდეს, მეწყერი ჩამოწვა, – ამის შესახებ ინფორმაციასა და ვიდეოს სოციალურ ქსელში facebook გვერდი “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” ავრცელებს.
როგორც ვიდეოს ავტორი ამბობს, შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
“ზუსტად ამაზე გვაქვს საუბარი, როცა ვამბობთ, რომ არ შეიძლება აქ გიგანტური კასკადის მშენებლობა. ვხედავთ, როგორი ქანებია აქ და ცოტა წვიმის შედეგად კი რა შედეგები დგება…. ბუნებამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არ შეიძლება აქ ამ ტიპის მშენებლობა. სამწუხაროა ის, რომ გადაწყვეტილების მიმღებთ ეს ყველაფერი არ ესმით და ჯიუტად ცდილობენ, რომ გააგრძელონ ის უკანონო მოქმედებები ჩვენ ხეობაში, რომელსაც ისინი ახორციელებენ”, – ამბობს ვიდეოს ავტორი.
ცნობისთვის, 7 თებერვალს, ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციია, დაშლის შემდეგ განახლდა.
რიონის ხეობის დამცველები 105-დღეა, რაც ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებს გაშალილი აქვთ კარავი და თურქულ კომპანიას ტერიტორიის დასატოვებლად 2-კვირიან ვადა მისცეს.