ჩხოროწყუში,სოფელ მუხურში,თარზენის უბანში ხანძარი ლოკალიზებულია,ამის შესახებ “გურია ნიუსს”ჩხოროწყუს მუნიციპალიტრტის მერმა, დავით გოგუამ განუცხადა.
“დილის ექვსი სააათიდან ავიდნენ ჯგუფები,როგორც მოხალისეები,ასევე, სახანძრო-სამაშვეელოს სამსახურის წარმომადგენლები რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან და ამდროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. დაახლოებით 2 0ჰექტრამდეა დამწვარი, ეს არის ძირითადად ბუჩქნარები და ეკალ-ბარდები”,-განაცხადა გოგუამ.
ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
შეგახსენებთ,ხანძარი სოფელ მუხურში გუშინ, ღამის საათებში გაჩნდა.