ასკანის თემში, სოფელ მზიანში 3 კმ. სიგრძის შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება. პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოები ოზურგეთის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ მაჟორიტარ დეპუტატთან ლევან ნინიძესთან და მშენებელი კომპანიის “პალადას” წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე არხები და მოსახლეობის ჭიშკრებთან მისასვლელები.


(R)































































