ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევიდან 9 ადამიანი კარანტინში გადაიყვანეს.
როგორც „გურია ნიუსთან“ გურიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, არჩილ მჟავია ამბობს, კარანტინში გადაყვანილი პირები მარნეულის მაცხოვრებლები არიან.
” 6 მათგანი ახალჩამოსული იყო მარნეულიდან, მაგრამ ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს როგორ ჩამოვიდნენ. სამი მარნეულის მცხოვრები კი ადგილზე იყო ნაღობილევში. მარნეულში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 9-ვე მათგანი გადაყვანილია კარანტინში,” _ გვითხრა არჩილ მჟავიამ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ცხრავე მათგანი მძღოლია და ისინი კარიერებზე მუშაბდნენ.