ოზურგეთის მუციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
როგორც “გურია ნიუსისთვის” გახდა ცნობილი, 10 თვის წინ დაკავებული შაქრო ოქრუაძის ოჯახის წევრები მის გათავისუფლებას ითხოვენ.
ოქრუაძეს ბრალი ცოტა ხნის წინ წარედგინა. მას სასჯელის ვადად 8 წელი განესაზღვრა. როგორც ოქრუაძის ოჯახის წევრები ამბობენ, მას დანაშაული არ ჩაუდენია.
“შალვა ოქრუაძეს მძიმე ფიზიკური პრობლემები აქვს და ის პატიმრობას ვერ გაუძლებს. შალვა ყაჩაღობის დროს სახლში იყო. იქნებ ვინმემ აგვიხსნას, როგორ იქნებოდა ყაჩაღობის ადგილას?!“ _ გვითხრეს აქციის მონაწილეებმა.
ინფორმაციისთვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში, 10 თვის წინ ყაჩაღებმა 82 წლის მამაკაცი და 80 წლის ქალი აწამეს და სახლიდან 2500 ლარი წაიღეს. ორივე დაზარალებული ოზურგეთის კლინიკა “მედალფაში” იყო მოთავსებული. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით აღიძრა.