ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, დღეს, დღის მეორე ნახევარში 60 წლის მამაკაცი მოკლეს.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განძრახ მკვლელობას გულისხმობს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ ნატანებში ამირან ბაქანიძე “გურია ნიუსთან“ სატელეფონო საუბრის ამბობს, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს:
“ვიცი მხოლოდ, რომ ეს მამაკაცი იყო ჩამოსული ძმასთან. ასევე, მეზობლებმა მითხრეს, რომ მას ახლდა შვილი. მიმდინარეობს გამოძიება და ვნახოთ“, _ გვითხრა ამირან ბაქანიძემ.