https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სოციალური პრიორიტეტები ლანჩხუთის ბიუჯეტში

6:01; 22.01.2021
ფინანსები
Share on FacebookShare on TwitterEmail

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დასაფინანსებლად ლანჩხუთის ბიუჯეტიდან, რომელიც 2021 წლისთვის 12 მილიონ 524,400 ათასი ლარითაა განსაზღვრული, ჯამში, 826 ათასი ლარი მიიმართება.

კერძოდ, სხვადასხვა  სოციალური პაკეტის გასახორციელებლად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 679 ათასი ლარის გახარჯვაა დაგეგმილი და არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, მიმდინარე სოციალურ პროგრამებს კიდევ ორი დაემატა. კერძოდ, ბიუჯეტი კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა და მასთან კონტაქტში მყოფ პირთა ტრანსპორტირებით დახმარების პროგრამა, 25 ათასი ლარის ოდენობით დაფინანსებას ითვალისწინებს. თანხა გაწერილია  ვირუსით გარდაცვლილთა სარიტუალო პროგრამისთვისაც და ის სამი ათასი ლარითაა განსაზღვრული.

ცვლილება შევიდა ბავშვთა დახმარების პროგრამაში და ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დაემატა კიდევ ფულადი დახმარების პროგრამა. კერძოდ, ცელიაკიით დაავადებულთა (18 წლამდე) კვებითი დანამატებით უზრუნველყოფისთვის ბიუჯეტში სამი ათასი ლარის დაფინანსებაა გაწერილი და პროგრამა გათვლილია ერთ ბენეფიციარზე, რომელიც დახმარებას მიიღებს ყოველთვიურად, თვეში არა უმეტეს 250 ლარისა.   აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსებისთვის კი  44 ათასი ლარია გათვალისწინებული და პროგრამა 10 ბენეფიციარზეა გათვლილი.

უკიდურესად შეჭირვებული ხანდაზმულებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფასო კვებაში თუ გასულ წელს 90 ათასი ლარი გაიხარჯა, წელს 115 ათასი ლარია გათვალისწინებული პროგრამის დასაფინანსებლად. გასული წლის მსგავსად  პროგრამით 105 ბენეფიციარი ისარგებლებს.

შედარებით გაზრდილია მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამის დაფინანსება, რომელიც მიზნად ისახავს ასეთი ოჯახებისთვის ყოველთვიურად ფინანსური დახმარებას. თუ 2020 წელს პროგრამის დასაფინანსებლად ბიუჯეტში 36 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული, წელს თანხა 42 ათასს ლარს შეადგენს.  პროგრამის მიხედვით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც ჰყავთ ოთხი და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი, ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე მიიღებენ 35 ლარს.

პროგრამით ისარგებლებენ ის ოჯახები, რომლებიც არ არიან სოციალური შემწეობის მიმღებნი, ხოლო პროგრამის მიზანია მრავალშვილიანი ოჯახების ფინანსური ხელშეწყობა. ირკვევა, რომ ლანჩხუთში წელს ამ პროგრამით 28 მრავალშვილიანი ოჯახი ისარგებლებს.

ბოლო წლებია უცვლელია მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახებისთვის დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამის დაფინანსება. წელსაც, როგორც წინა წლებში  საამისოდ 67 ათასი ლარია გათვალისწინებული და პროგრამა გათვლილია 60 ბენეფიციარზე.

წლევანდელ ბიუჯეტში მუნიციპალიტეტმა თანხები უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურებისთვისაც გაითვალისწინა და ის შარშანდელის მსგავსად 2500 ლარითაა განსაზღვრული.

ომის ვეტერანებისა და მათი ოჯახების დახმარების პროგრამისთვის დასაფინანსებლად  წელს ბიუჯეტი გასული წლის მსგავსად 56.6 ათას ლარს გაიღებს, რომელიც 80 ბენეფიციარზეა გათვლილი.

სოფლებიდან მოსწავლეთა ტრანსპორტირების პროგრამის დაფინანსებისთვის, რომლითაც სასულიერო გიმნაზიის 44 მოსწავლე სარგებლობს, 14.6 ათასი ლარია ბიუჯეტში.

ცენტრ “იავნანას” თანადაფინანსებისთვის, რომლის მიზანია სოციალურად დაუცველი ბავშვების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა, სოციალური პროგრამიდან წელსაც 13 ათასი ლარი გაიხარჯება.

ბიკარბონატული ჰემოდიალიზით ანუ თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულთა სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირების პროგრამის დასაფინანსებელი თანხა წლევანდელ ბიუჯეტში 38 800 ლარია. პროგრამა 24 ბენეფიციარზეა გათვალისწინებული და თითოეულზე 144 ლარს შეადგენს.

იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების პროგრამის დასაფინანსებლად გასული წლის მსგავსად, წელსაც 15,3 ათასი ლარია გამოყოფილი. ეს თანხა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს საშეშე მერქნის შესაძენად გადაეცემათ ერთჯერადად 250 ლარის ოდენობით და მუნიციპალიტეტში ასეთი 59 ოჯახია რეგისტრირებული.

სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარების პროგრამისთვის  წელს  92 ათასი ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული. საგულისხმოა, რომ იმ ბენეფიციარებს, რომლებსაც ესაჭიროებათ ოპერაციული ჩარევა, ქიმიოთერაპია, კორონალური სტენტირება და ა. შ. (რაც სადაზღვევო კომპანიისგან არ უფინანსდებათ), ასეთ შემთხვევაში, მათ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში ჩაერიცხებათ საჭირო თანხის ნახევარი, არა უმეტეს, 1000 ლარისა.

პროგრამით კი ისარგებლებენ ის ადამიანები, რომელთა სარეიტინგო ქულა 0-დან 150 ათასია. ამავდროულად, შესაძლებელია მაგნიტო-რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფიების თანადაფინანსება, ისევ 50 პროცენტით, ოღონდ 130 ათას ქულამდე მქონეებისთვის.

კვლავაც მზარდია “გამარჯვებულ ქალთა კლუბის” სარეაბილიტაციო პროგრამის დაფინანსება _ თუ გასულ წელს გეგმა 37 200 ლარი იყო, წლევანდელი სოციალური პროგრამის  მიხედვით, დაფინანსება 42 200 ლარამდეა გაზრდილი.

ამ პროგრამის მიზანია ნაადრევ ეტაპზე კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციები ქალების მხარდაჭერა მათი შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით. პროგრამა ითვალისწინებს სამედიცინო კვლევებს, სარეაბილიტაციო ვარჯიშების ტრენინგებს, ფსიქოლოგიურ ტრენინგებს, მონაწილეობას სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში და ა. შ.

ხანდაზმულთათვის ერთჯერადი დახმარების გაწევის მიზნით, სოციალური პროგრამის პროექტის შესაბამისად, ლანჩხუთის ბიუჯეტი 2021 წელს სამი ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს.

 რაც შეეხება მძიმე საცხოვრებელ პირობებში, უბედური შემთხვევისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევის პროგრამას, აქ გასულ წელთან შედარებით შემცირებულია ბენეფიციართა რაოდენობა და შესაბამისად დაფინანსებაც.  2020 წელს პროგრამა 40 ბენეფიციარზე იყო გათვლილი, რისთვისაც 50 ათასი ლარის გახარჯვა იყო გათვალისწინებული. მიმდინარე წელს კი პროგრამით, რომელიც მიზნად ისახავს დაზიანებული საცხოვრებელი სახლის შეკეთებას, 15 ბენეფიციარი ისარგებლებს.

რაც შეეხება შშმ პირის სტატუსის მქონე ბენეფიციართა სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსებას, ამ კუთხით თუ შარშან 9 800 ლარი ჩაიდო ბიუჯეტში, წელს 14 ათას ლარამდეა დაფინანსება გაზრდილი და მისით 20 ბენეფიციარი ისარგებლებს.

რაც შეეხება  ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამას _ ამ მხრივ, წლევანდელ ბიუჯეტში 10 ათასი ლარია ჩადებული.

წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის მიხედვით, სოციალური პროგრამა ბენეფიციარებისთვის მედიკამენტების შესაძენად 15 ათასი ლარით განისაზღვრა. პროგრამის მიხედვით, წლის განმავლობაში ერთჯერადად მედიკამენტების შესაძენად, 150 ლარის ფარგლებში, დახმარებას ის ადამიანები მიიღებენ, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 65 000-დან 150 000-ს არ აღემატება.

რაც შეეხება ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის, ბავშვთა რეაბილიტაცია-აბილიტაციის ქვეპროგრამით მოსარგებლე შშმ ბავშვებისა და მათი თანმხლები პირების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს, 25 ათასი ლარის დახარჯვაა დაგეგმილი, როგორც გასულ წელს და იგი 30 ბავშვზეა გათვლილი.

მიმდინარე წლის სოციალური პროგრამიდან თანხა მიიმართება გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისა და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის ხელშეწყობისთვის, რისთვისაც ბიუჯეტიდან ლანჩხუთის მერია სამი ათასი ლარის გახარჯვას გეგმავს. როგორც სოციალური პაკეტის პროექტშია მითითებული, პროგრამა სამ ბენეფიციარზეა გათვლილი და თითოეულზე ერთჯერადი დახმარების სახით ათასი ლარის გაცემას ითვალისწინებს.

მერიის სოციალური პაკეტში ექვსი ათასი ლარის გახარჯვაა გათვალისწინებული სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების დასახმარებლად, რაც მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ამ კატეგორიის 18-დან 24 წლამდე ახალგაზრდისთვის ერთჯერად დახმარებას ითვალისწინებს. პროგრამა ცხრა ბენეფიციარზეა გათვლილი.

ორ ათასი ლარითაა განსაზღვრული მინდობით აღზრდაში მყოფ ბავშვთა დასახმარებლად გათვალისწინებული სოციალური პაკეტი და ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებისას, საჭიროების შემთხვევაში, გაეწევათ ერთჯერადი ფულადი დახმარება.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ფინანსები

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ე.წ. პროფესორი ჰენრის პირამიდის საქმიანობას სწავლობს

14:50; 6 სექტემბერი, 2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება

17:05; 4 სექტემბერი, 2026
ფინანსები

მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის – ნახეთ საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებები

18:59; 3 სექტემბერი, 2026
მთავარი

მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

16:59; 3 სექტემბერი, 2026
ფინანსები

მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას

17:14; 2 სექტემბერი, 2026

ჰესები თუ მზის ბატარეები _ აზრთა სხვადასხვაობა ჰესების მშენებლობის გარშემო

ავტომობილის მართვის ყალბი მოწმობების დამზადების ფაქტზე კომპანიის დირექტორი დააკავეს

ყველა სიახლე

საზოგადოება

“სქაიტელის” მომხარებლებს ოზურგეთში ინტერნეტი არ მიეწოდება

21:12; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან გამოიდარებს საქართველოში _ რას ამბობს მეტეოროლოგი

21:09; 8.09.2026
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8.09.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:55; 8.09.2026
საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაღებში

15:24; 8.09.2026
საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8.09.2026
პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8.09.2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8.09.2026
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

12:11; 8.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8.09.2026
საზოგადოება

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

10:26; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:03; 8.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო