ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში წიგნის სახლის გახსნაზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე დაესწრო. ღონისძიება ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით ჩატარდა.
“ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნონა სადრაძემ „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ სოფელ ნატანებში ბიბლიოთეკის აღდგენაც იგეგმება.
“ნატანების ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფის ინიციატივით იგეგმება სოფ. ნატანების თემში ბიბლიოთეკის აღდგენა. აღნიშნულ საკითხზე უკვე სოფლის მაცხოვრებელთა 150-ზე მეტი ხელმოწერით განცხადება შევიდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. ეს წიგნის სახლი ერთგვარი საწყისია ბიბლიოთეკის გასახსნელად“,_ გვითხრა ნონა სადრაძემ.