ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში მეოთხე კლასის მოსწავლე კორონავირუსით დაინფიცირდა.
ინფორმაცია “გურია ნიუსს” ზუგდიდის რესურცენტრში დაუდასტურეს.
მათი თქით, სკოლაში ეპიდემიოლოგები უკვე მივიდნენ და მშობლების თანხმობის შემდეგ, მოსწავლეები გაიტესტებიან.
ცნობისთვის,სოფელ ორსანტიაში ეპიდაფეთქების გამო, სწრაფი ტესტირების ჩასატარებლად ეპიდემიოლოგთა რამდენიმე ჯგუფი მუშაობს.
ამდროისთვის 700-კომლიან სოფელში რამდენიმე საპოლიციო ბლოკპოსტია განთავსებული და მოსახლეობა სოფლიდან ვერც შედის და ვერც გამოდის.