ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის შესასვლელში, პოლიციის ,მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის და საკოორდინაციო ცენტრის ერთობლიცი ძალისხმევით , თერმოსკრინინგი ტარდება.
_სოფლის, როგორც შესასვლელში, ისე გასვლისას, ტარდება თერმოსკრინინგი. სოფელში უკვე 500-მდე ადამიანის ტესტირება მოხდა. ამბულატორიაში ორი ექიმი და ორი ექთანი ახდენს დატესტვას. იტესტებიან არა მარტო სიცხიანები, არამედ ისეთებიც, ვისაც ტემპერატურა არ აქვს. ახალი შემთხვევა, ჯერჯერობით, არ არის , _ გვითხრა ოზურგეთის საკოორდინაციო ცენტრის უფროსმა მაია ქუტიძემ.
„გურია ნიუსი“ ესაუბრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს სოფელ შრომიდან, დავით ჭაკნელიძეს.
_ სოფელში სიმშვიდეა. ადგილობრივთა ტესტირება ხდება როგორც შრომის ამბულატორიაში, ისე თემში შემავალ სოფელ ორმეთში. ორი კვირითაა შეჩერებული სწავლა სკოლებსა და ბაღებში. მოსახლეობა გაგებით ეკიდება შექმნილ ვითარებას. ოჯახები იცავენ თვითიზოლაციის წესს. ახალი შემთხვევა არ ყოფილა, _ გვითხრა დათო ჭაკნელიძემ.