სოფელ ვაკიჯვარში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
„შემიძლია ვთქვა, რომ კოორდინირებული მუშაობის შედეგად მოხდა ხანძრის სრულად ლოკალიზება მოხდა. ამ დროისთვის დაწყებულია ხანძრის ლიკვიდაციის პროცესი. სამუშაოს აგრძელებენ სასაზღვრო პოლიციის ორი ვეტმფრენი და 120 მეხანძრე-მაშველი. ამ დროისთვის გახორციელდება 20 გაფრენა და წყლის დასხმა“,_ განუცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ , ლევან ღირსიაშვილმა ჟურნალისტებს.