საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ აცანას სტუმრობს.
„სოფელი აცანა გურიის ქედის სამხრეთით, მდინარე აცაურას ნაპირებზე, ზღვის დონიდან 150 მეტრზე მდებარეობს.
მდინარე აცაურას თითქმის მთლიან სიგრძეზე, 16 კილომეტრზე მიუყვება საქუხიას კანიონი, სადაც ჩაედინება საქუხიას ჩანჩქერი.
სოფელი მრავალფეროვანია ასევე ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ნიმუშებითა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით. სოფელში, ოქონას მთაზე დგას შუა საუკუნეების, მონასტერი – ოქონის მონასტერი გალავნით.
ადგილობრივების განცხადებით, აქვე ინახება მე-12 საუკუნის საჯილდაო ქვა, რომლის აწევაშიც მამაკაცები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ.
#აღმოაჩინესაქართველო
#იმოგზაურესაქართველოში”,_ წერია პრეზიდენტის ფეისბუქ გვერდზე.