სოფელ გულიანში მეწყერი ჩამოწვა,- ინფორმაცია ჯგუფში -“მოხალისეები გურიისთვის” გავრცელდა.
დეტალების გადასამოწმებლად “გურია ნიუსი” ლანჩხუთის მერთან ცდილობდა დაკავშირებას, თუმცა, ალექსანდრე სარიშვილი ჩვენს სატელეფონი ზარებს არ პასუხობს.
“გურია ნიუსის” ზარებს უპასუხა ლანჩხუთის მერის პრესსამსახურმა. მაკა სულაბერიძის თქმით, დეტალებს გაარკვევს და დაგვიკავშირდება.
































































