დღეს, გურიის რამდენიმე მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად სოფლები დაიტბორა, რამდენიმე ადგილზე მეწყრული პროცესებია გააქტიურებული. სტიქიას ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ერთის სამძებრო სამუშაოები კი, ამ დრომდე მიმდინარეობს.
სტიქიას გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანი, გივი ცინცაძე, სადაც მან აღნიშნა, რომ სოფ. ლესაში გაიყვანეს გზა, დააპატარავეს მდინარის კალაპოტი და სწორედ ამან გამოიწვია ეს ყველაფერი.
„ლანჩხუთი, სოფ. ლესა, სადაც მდინარეში გაიყვანეს გზა (დაპაატარავეს მდინარის კალაპოტი) იმიტომ, რომ “რუსულ ოცნებასთან” დაახლოებულმა ბიზნესმენმა იშოვოს მილიონები, ჩვენი ულამაზესი ბუნების განადგურების ხარჯზე.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ვინ გასცა მდინარეში 5კმ გზის გაყვანის უფლება, სადაც უხვი ნალექის დროს მოსახლეობას ემუქრება საფრთხე? ვერაფერი ისწავლეთ „ქოცებო“ ვერეს და შოვის ტრაგედიებზე“, – განაცხადა გივი ცინცაძემ.