ოზურგეთის მუნიციოპალიტეტის სოფელ მერიის საარჩვენო უბანზე თვითმმართველობის არჩევნების წინა ტურთან შედარებით აქტივობა შესამჩნევად დაბალია.
როგორც სოფელ მერიის 35-ე უბანის საარჩევნო კომისიაში “გურია ნიუსთან” აღნიშნეს, 13 საათისთვის ხმის მისაცემად 308 ამომრჩეველი გამოცხადდა.
“უბანზე 1450 ამომრჩეველია რეგისტრირებული, 37 ამომრჩეველი ელოდება გადასატან ყუთს. პირველ ტურში 12 საათისთვის მოსული იყო 300-ზე მეტი ამომრჩეველი, ახლა კი ეს რაოდენობა 13 საათისთვის მოვიდა. სოფელში საშემოდგომო სამუშაოებია და ვფიქრობთ, რომ ამომრჩეველი უფრო საღამოს საათებში მობა”, _ გვითხრეს სოფელ მერიის საარჩევნო კომისიაში.
[sexy_author_bio]