ფეისბუქჯგუფიდან „ქვაბღა გურია“ „გურია ნიუსს“ წერენ: „სოფელში გვაქვს პრობლემები და ვართ საშიშროების წინაშე.
შეგიძლიათ, რომ დაგვიდოთ პოსტი, რომ მოგვაქციონ ყურადღება?“
“ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია
ნაბეღლავი-ბახმაროს მიმართულებისკენ გზა გაწმინდეთ, სოფელ ქვაბღაში ჩამოწმინდეთ გზა!!!!
ღმერთმა ნუ ქნას, ვინმეს რამე დაემართოს _ მომკითხავიც არ ეყოლება.
რა გახდა ამ ტრაქტორების შეძენა, როცა საჭიროა, მაშინ გამოიყენოს ადამიანმა.
ახლა შუქიც გაითიშა! მოკლედ, გამოქვაბულში ვართ“, _ ნათქვამია პოსტში.