უკვე ცნობილია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედის ე.წ. „ჩაის ფაბრიკის“ ავარიულ კორპუსში მცხოვრები ადამიანები რამდენს მიიღებენ დახმარებას საქართველოს მთავრობიდან. შენობა ექვემდებარება დემონტაჟს.
სოფელ შემოქმედში გამართულ კრებაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე თავის მოადგილებთან ერთად შეხვდა ე.წ. „ჩაის ფაბრიკის“ მცხოვრებლებს.
„ჩვენ ეს შენობა საფუძვლიანად შევამოწმეთ. ექსპერტების დასკვნის თანახმად იგი ამორტიზებულია და ექვემდებარება დემონტაჟს. ამიტომ, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, აქ მცხოვრები 33 ოჯახი მიიღებს ფულად დახმარებას – 30 000 ლარის ოდენობით, რათა მათ შეძლონ ალტერნატიული ფართის შეძენა და უსაფრთხოდ განაგრძონ ცხოვრება”, – აღნიშნა ოზურგეთის მერმა.
ავტორი