წელს, კალანდას მთავარი ღონისძიებები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში აღინიშნება. ამ წუთებში სოფელში კალანდისთვის სამზადისი მიმდინარეობს. ღონისძიება სოფლის ცენტრში ეთნოგრაფიული მუზეუმში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.
შენობა, რომელიც 4 წლის წინ აშენდა, დღემდე უფუნქციო იყო. აქ იგეგმებოდა ვარლამ სიმონიშვილის ეთნოგრაფიული მუზეუმის გახსნა. ხვალ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქ ოზურგეთში და სოფელ შემოქმედში მთელი დღის განმავლობაში მართავს სხვადასხვა სახის ღონისძიებას.
“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთში დაგეგმილ ტექნო-პარკის გახსას ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა დაესწრება. სოფელ შემოქმედში გაიმართება ტრადიციული საკალანდო რიტუალი – აგუნა, ჩიჩილაკი და ჭურის გახსნა. ღონისძიების ბოლო კი გაიმართება გალა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ “თეატრალური კვარტეტი“ და ბენდი.
[sexy_author_bio]