ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში, “შავას უბანში” უზარმაზარი ხე წაიქცა, გაზის მილს დაეცა და გახეთქა.
ადგილზე მივიდნენ კომპანია სოკარის წარმომადგენლები, რომლებმაც გადაკეტეს გაზი. ამ კონკრეტულ უბანს არ მიეწოდება გაზი, ასევე არ მიეწოდება ელექტროენერგია. მეც ამ უბანში ვცხოვრობ, გვითხრა ოზურგეთის საკრებულოს წევრმა თამაზ ტუღუშმა.